მისაღები
მისაღები
მისაღების ავეჯის ან დეკორის შეკვეთა
სასადილო
სასადილო
სასადილოს ავეჯის ან დეკორის შეკვეთა
საძინებელი
საძინებელი
საძინებლის ავეჯის ან დეკორის შეკვეთა
სააბაზანო
სააბაზანო
სააბაზანოს ავეჯის ან დეკორის შეკვეთა
ოფისი
ოფისი
ოფისის ავეჯის ან დეკორის შეკვეთა
ექსტერიერი
ექსტერიერი
გარე ავეჯის ან დეკორის შეკვეთა

ხის ჯიშები

ხე ერთ – ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მასალაა მსოფლიოში. ხისგან პროდდუქციის შესაქმნელად თითქმის ნებისმიერი ტიპის ხის გამოყენება არის შესაძლებელი . ხის თითოეულ ტიპს აქვს საკუთარი, უნიკალური მახასიათებლები.

ჩვენ შევადგინეთ ეს მარტივი სახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარებათ მეტი ინფორმაციის მიღებაში  ხის პროდუქციის წარმოებისთვის ხის ჯიშების გამოყენების შესახებ.

ჩვენ გავეცნობით ხის ყველაზე პოპულარულ სახეობებს და განვსაზღვრავთ მათ სხვადასხვა მახასიათებლებს, ასევე განსხვავებებს მყარ და რბილ ხის სახეობებს შორის.

ასევე იხილავთ ინფორმაციას ბოჭკოვანი ხის პლიტების შესახებ და რამდენად ფართოდ გამოიყენებიან ისინი წარმოებაში. აგრეთვე ავხსნით თუ როგორ გამოიყენება ანათალი ფანერა, შპონი ხის პროდუქციის ზედაპირისთვის  ძვირფასი იერსახის მისანიჭებლად .

 

 

რბილი და მყარი მერქანი

რბილი მერქანი წიწვოვანი ჯიშის ხეებისგან მოდის, რომლის ფოთლებსაც ნემსის მსგავსი ფორმა აქვთ და უმეტესობა მარადმწვანეა. ტიპიური წიწვოვანი (რბილი) ჯიშის ხეებია ნაძვი, ფიჭვი, კედარი, კვიპაროსი.

მყარი მერქანი  ფოთლოვანი ხის ჯიშებისგან მოდის (ფართო ფოთლებით). ტიპიური მყარი მერქნის ჯიშის წარმომადგენლებს, რომელსაც წააწყდებით, არის მუხა, ნეკერჩხალი, კაკალი, ვერხვი, მაჰოგანი, არყი, ნეკერჩხალი ალუბალი და ა.შ.

რბილი ხის მერქნის ჯიშებთან შედარებით მყარი მერქნის ჯიშის ხეები იზრდებიან ბევრად უფრო ნელა, რაც მათ სიმყარეს განაპირობებს. მყარი მერქნისგან დამზადებულმა ნაწარმმა სავარაუდოდ მრავალი წლის მოხმარებას უნდა გაუძლოს. თუმცა ყველა მყარი მერქნის ხის ჯიში არ არის მყარი. ამის მაგალითებია ალვისა და ცაცხვის ხეები.

როგორც წესი, მყარი ხის მერქნის ჯიშები არიან უფრო მუქი ფერის, ვიდრე რბილი ხის ჯიშები.

ფოთლოვანი ხის ჯიშები უფრო ძვირია ვიდრე წიწვოვანი, თუმცა ორივე ძალზედ პოპულარულია. ფოთლოვანი ჯიშის მერქნისათვის (მუხა, წაბლი, იფანი, თელა, კაკალი, წიფელი, ჭადარი, რცხილა, ვერხვი, არყის ხე, ნეკერჩხალი, ცაცხვი, ტირიფი, თხმელა, ბზა და სხვა) დამახასიათებელია მაღალი ტექნიკური თვისებები. წიწვიანი ჯიშის მერქნისათვის (ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, ლარიქსი, კედარი, ურთხმელი) დამახასიათებელია შედარებით მცირე მოცულობითი წონა. ავეჯის წარმოებაში გამოიყენება ორივე ჯიშის მერქანი სხვადასხვა დანიშნულების და სიმტკიცის დეტალების დასამზადებლად.

პოპულარული ხის ტიპები

Beech Woodწიფელი წიფელი არის მყარი, ძლიერი და მძიმე ხე. მას აქვს წვრილი, მჭიდრო და თანაბარი ტექსტურა. წიფლის ხე არის ნათელი, ღია ფერის და გააჩნია მაღალი დარტყმითი წინააღმდეგობა. ეს არის პოპულარული ხე ავეჯის წარმოებისთვის. წიფლით დამზადებული ავეჯი ან სხვა ნივთი ოთახში თბილი გარემოს აღქმის შეგრძნებას იძლევა. მისი გლუვი ზედაპირის წყალობით, წიფელი არის შესანიშნავი ხე გასაპრიალებლად.  

Oak Woodმუხა მუხა არის ძალზედ მყარი, მძიმე და პოპულარული ხე. ცნობილია, რომ აქვს მშვენიერი, ღია ფერის სტრუქტურის ზოლები. მუხის შეძენა შესაძლებელია ორ ფერში; თეთრი მუხა, რომელიც არის ნაცრისფერი / ყავისფერი ფერის ან წითელი მუხა, რომელიც  მსგავსი ფერისაა, მაგრამ გამოირჩევა მოწითალო ელფერით.

Pine Wood ფიჭვი ფიჭვი მსუბუქია და აქვს ღია ფერის ზედაპირი, რაც შესანიშნავია შეღებვისთვის. იგი ნაკლებად გამძლეა, შედარებით ისეთი მყარი ხეებისგან, როგორიც არის მაგალითად  ნეკერჩხალი ან მუხა. ფიჭვი კარგად ერწყმის სხვა ჯიშის ხეებს, რაც იდეალურია, თუ ეძებთ ავეჯს, რომელიც შეესაბამება თქვენს სახლში უკვე არსებულ სხვა ავეჯს.

Mahogany Wood

მაჰოგანი

მაჰოგანი ძვირფასი, მყარი ჯიშის ხეა და ფერით ვარირებს საშუალო ყავისფერიდან ღრმად წითელ ყავისფერამდე, ეს აღნიშნული ფერის გრადაცია ხის ასაკიდან გამომდინარეობს. ეს არის ძალიან ტრადიციული, მრავალმხრივი და პოპულარული ტიპის ხე. იგი არის ასევე ხშირი არჩევანი პროდუქციის ზედაპირზე ანათალი ფანერის გადასაკრავად.

Walnut Wood კაკალი კაკალი არის მყარი ხე და ცნობილია მისი სიმტკიცით, სწორი ხაზებით ჟღერადი შოკოლადის ფერითა და მსუბუქი გარდამავალი ჩრდილებით. დეკორის შესავსებად კაკალი შეიძლება იყოს ძალზედ მრავალმხრივი ხე, რომელიც გვთავაზობთ ჩრდილებისა და ხაზების მრავალფეროვნებას.

შეწებების გზით დამზადებული ხის ტიპები

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მერქნის ნაკეთობების წარმოებაში მასიურ მერქანთან ერთად გამოყენება პოვა მერქნულმა სხვა მასალებმა, როგორიცაა მასიური მერქნის დანაწევრებისგან მიღებული თხელი ფურცლებისა და ანათალის შეწებებით მიღებული სხვადასხვა შეწებილი მასალები.

Fibreboard შეწებილი მერქნის ბოჭკოვანი მასალები

მერქნის ბოჭკოვანი დაფა არის იაფი წარმოებული ხის მასალა.  ბოჭკოვანი დაფა მზადდება რბილი ან მყარი ხეებისგან. ხის მერქნის ტანისგან დანაწევრებული ხის ბოჭკოები ფისების და წებოს საშუალებით არის შეკავშირებული, ცხელ წნეხში მოხვედრისას წებო ჯერ ლღვება, შემდეგ კი მყარდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოჭკოვანი-დაფა არის მბოფ.  მბოფ ცნობილია სიმტკიცით, გამძლეობით და იდეალურია ავეჯის პროდუქციის წარმოებისთვის.

MDFმერქნის ბოჭკოს ფილები (მბოფ)

მბოფ ძალაზედ მკვრივია და იმაზე ბევრად ხშირად გამოიყენება, ვიდრე ხალხი ფიქრობს. სინამდვილეში ბევრისთვის გასაკვირი იქნება, თუ გაიგებს რამდენი მბოფ-ის ავეჯი არის მათ გარშემო. თავისი ძლიერი / მკვრივი სტრუქტურით,  მბოფ-ის ავეჯი სავარაუდოდ გაცილებით მეტხანს გაუძლებს, ვიდრე წინასწარი მოლოდინი იყო. თუმცა ასეთი ავეჯი არ არის მყარი მასიური ხისგან დამზადებული, იგი არის მასიური ხის ნაჭრებისგან წარმოებული ფრაქციისგან მბოფ-ისგან აწყობილი. მბოფ ძალზედ პოპულარულია Ikea- ში, რომელიც ავეჯის საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი ლიდერია. უმეტეს შემთხვევაში, მბოფ-ით გაკეთებულ ავეჯს ზემოდან ძვირფასი ხის თხელი ფანერა – ანათალი, შპონი ეკვრება, რაც მას ძვირადღირებულ შესახედაობას აძლევს.

Particle Board მერქნის ბურბუშელის ფილა (მბფ)

მიიღება შემაკავშირებელ ნივთიერებასთან შერეული დაქუცმაცებული მერქნის დაწნეხით. მბფ–ს წარმოება დაფუძნებულია მერქნის ნარჩენების და დაბალხარისხოვანი მერქნის გამოყენებაზე. მბფ  მზადდება ხის ნაფოტებისა და ბურბუშელებისგან, რომლებიც ერთმანეთთან ცხელი დაპრესვისა და  შემაწებლების, ფისების საშუალებით არის შეკავშირებული, ცხელ წნეხში მოხვედრისას ეს წებო ჯერ ლღვება, შემდეგ კი მყარდება. მბფ  ძალიან პოპულარულია ავეჯის დამზადებისას, განსაკუთრებით Ikea- ს ავეჯის დამზადებისას. ეს არის  წარმოებული მტკიცე ხე და ხშირად გამოიყენება ფანერილებურ (თხელი ანათალი შპონით გადაკრული) ზედაპირის მქონე ავეჯისთვის, კერძოდ  ბრტყელი ზედაპირის მქონე ავეჯის დამზადებისას, აგრეთვე სხვა ტიპის პროდუქციებისთვის.

Plywoodშეწებილი ფანერა

შეწებილი ფანერა არის ძალზედ ძლიერი და მტკიცე წარმოებული ხის პროდუქტი. რადგანაც იგი შედგება ხის თხელი ფანერების, ახდილი შპონის ფენებისგან, რომლებიც ერთმანეთთან არის შეწებებული, რათა შეიქმნას ხის სწორი, მთლიაანი გლუვი ხის ფურცელი. ამდენად, შეწებილი ფანერა წარმოადგენს ბრტყელ ფურცელს, რომელიც მიიღება უმეტეს წილად ურთიერთპერპენდიკულარულად განლაგებული ახდილი შპონის სამი ან მეტი ფურცლის ურთიერთშეწებებით. შეწებილი ფანერა მზადდება შემდეგი ჯიშის მერქნისაგან: არყის ხე, თხმელა, იფანი, წიფელი, ცაცხვი, ნაძვი, ფიჭვი და სხვა. არსებობს შეწებილი ფანერის მიღების სამი მეთოდი: ტენიანი – ცხელი წესი, მშრალი–ცხელი წესი და მშრალი–ცივი მეთოდი. ფართოდაა გამოყენებული შეწებილი ფანერის მიღების მეორე – მშრალი–ცხელი მეთოდი, რომლის დროსაც შპონს წინასწარ აშრობენ 6÷12% ტენიანობამდე, წებოს წასმის შემდეგ ადგენენ პაკეტს და აწარმოებენ მის გაცხელებას C 155 –ის ფარგლებში. ფანერა პოპულარულია ავეჯისა და იატაკის ინდუსტრიებში, მისი თანდაყოლილი სიმტკიცისა და გამძლეობის გამო, ფართოდ გამოიყენება სახალხო მეურნეობაში, როგორც კონსტრუქციულ, ისე სამშენებლო მასალად..

Veneer

ანათალი შპონი
მიიღება ძირითადად ძვირფასი ჯიშის მერქნისაგან (წიფელი, მუხა, კაკალი, ჭადარი, მსხალი და სხვა), ზოგჯერ კი წიწვიანი ჯიშის მერქნისაგან (ლარიქსი, ფიჭვი, უთხოვარი და სხვა). ანათალი შპონის მისაღებად ჯერ კიდევ 1877–1878 წლებში, თბილისში აშენდა შპონის მწარმოებელი ქარხანა. Wood Veneerანათალი შპონი არის ხის ტანიდან თხელი ფენის ანათალი. ანათალი შპონი ძირითადად გამოიყენება მბოფ, მბფ, შეწებილი ფანერებისგან დამზადებული დეტალების ზედაპირების დასაფანერებლად, გასაკეთილშობილებლად. ანათლი შპონი არის გლუვი, თხელი, ბრტყელი ფურცელი, მისი სისქე მერყეობს 0,3–0,8 მმ–მდე. ბევრი ადამიანი შეცდომით თვლის, რომ ანათალი შპონის ავეჯი უფრო იაფია, ვიდრე მყარი მასიური ხის; თუმცა, ანათალი შპონი ხშირად გამოიყენება მაღალი დონის ავეჯის  ნაწილებში და ასეთი ავეჯი შეიძლება იყოს უფრო ძვირი, ვიდრე მყარი, მასიური ხისგან დამზადებული.

უნიკალური მასიური ხისგან შექმნილი სათვალე

მოდური სათვალეები დამზადებული ძვირფასი ხის ჯიშებისგან – “Coolest Glasses”

შეთავაზება

მოდელი: Beatle

Original price was: 250.00.Current price is: 200.00.

ჩვენი მომსახურება

როგორ მივიღოთ ხარჯთაღრიცხვა

ხუროს სამუშაოები

როდესაც საქმე ეხება სადურგლო და ხოროს სამუშაოებს ბევრის აზრით ფუნქცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დიზაინი. მიუხედავათ ამ აზრისა ჩვენ დარწმუნებულნი…

ახალი შენობის აშენებისას

თუ თქვენ გეგმავთ ახალი შენობის აშენებას და გყავთ არქიტექტორი,  მას შეუძლია გამოგვიგზავნოს ნახაზების და დიზაინის ასლები (შენობის გეგმა, დიზაინი…

შენობის რეაბილიტაცია – რეკონსტრუქციისას

თუ თქვენ ანახლებთ და აღადგენთ შენობას, ხარჯთაღრიცხვის მოწოდების მიზნით ჩვენ შეგვიძლია დაკავშირება თქვენს არქიტექტორთან ან   პირდაპირ  თქვენს მშენებელთან, რომელსაც…

ინტერიერის შეცვლისას

თუ თქვენ გადაწყვიტეთ შეცვალოთ თქვენი კარებები, ფანჯრები ან სამზარეულოს, სახლის, ოფისის ავეჯი / გარე ავეჯი და არ გყავთ არქიტექტორი…

ზოგიერთი პროექტი წლების მიხედვით

ჩვენს შესახებ
აღიარებული ბრენდები, ასევე ადგილობრივი შემოქმედები აკეთებენ არჩევანს ჩვენი მერქნიდან წარმოებულ პროდუქციაზე
საწარმო ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მასიური ხისგან დამზადებულ პროდუქციის წარმოებაზე და ისწრაფვის იყოს დარგის ეტალონი მომსახურების, ხარისხის და მიწოდების ვადებში. 16 წლის მანძილზე წარმოება დაკავებულია შეკვეთის პარამეტრების მიხედვით დამზადებული პროდუქციის მიწოდებით; დეველოპერებისთვის, კონტრაქტორებისთვის, არქიტეკტორებისთვის და სხვა-დასხვა მოთხოვნების მქონე მომხმარებლისთვის.
მეტის ნახვა
სასტუმრო კოხტა
თანამედროვე სასტუმრო “Rooms Kokhta” კურორტ „კოხტა მიტარბიში" გაიხსნა.
“Rooms Kokhta” თანამედროვე არქიტექტურითა და ორიგინალური დიზაინერული კონცეფციით არის შექმნილი, ისევე როგორც სხვა "Rooms Hotels" სასტუმროები. იგი ასავე ენერგოეფექტურობითაც გამოირჩევა. ამ ღირშესანიშნავი თანამედროვე სასტუმროსთვის ხის პროდუქციის გაკეთება მოხდა ხის წარმოებაში. სასტუმრო აერთიანებს 95 ნომერს და 70 აპარტამენტს; საკონფერენციო დარბაზს; რესტორანს; ლაუნჯ ბარს; ტერასას, 360 გრადუსიანი ხედით; საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს და ა. შ.
მეტის ნახვა
სასტუმრო "სტამბა"
სასტუმრო "სტამბას" ერთ-ერთი გამორეჩეული ადგილი უკავია "ხის სახლის" შესრულებულ პროექტებში.
გამორჩეული დიზაინის გამო სასტუმრო არის "DESIGN HOTELS"-ის წევრი. გარე და შიდა მოპირკეთება და ავეჯი, დეკორატიული ელემენტები შესრულებულია პროექტის მიხედვით.
მეტის ნახვა
ჰოსტელი "Fabrika"
ჰოსტელში 'ხის სახლის" მიერ წარმოებული პროდუქცია მოიცავს შიდა და გარე ავეჯს, კარებებს, ვიტრაჯებს და სხვა დეკორატიულ აქსესუარებს.
"Fabrika" ამჟამად არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შეკრების ადგილი ახალგაზრდობისთვის, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწეთათვის.
ნახეთ მეტი
რესტორანი "Lolita"
რესტორანის შენობის ინტერიერი/ექსტერიერისთვის აგრეთვე გარე დეკორატიული ხის ელემენტებისა და ხის ავეჯის პროდუქციის მიმწოდებელი იყო ხის პროდუქციის მწარმოებელი ქარხანა.
რესტორანი განთავსებულია 19 საუკუნის ისტორიულ შენობაში.
მეტის ნახვა
ოტელი "შოთა რუსთაველი"
"Shota Rustaveli" Boutique Hotel ორიგინალური სტილითა და კონცეფციით გამოირჩევა.
ხით დეკორირებული დახვეწილი ინტერიერი, ავეჯი, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალები გამოყენებულია სასტუმროს ყველა ნაწილში.
ნახეთ მეტი

ჩვენი გამოცდილება

გამოცდილების 16 წელი.

0
დასრულებული პროქტი
0
პარტნიორი
0
პერსონალი
0
პროდუქციის ტიპი
0
კონცეფცია